ფორმულა 1-ში ტაილანდელი პილოტი გამოჩნდება
ფორმულა 1-ში ტაილანდელი პილოტი გამოჩნდება

იტალიურმა საჯინიბო „ტორო როსომ“ 2019 წლისთვის მეორე საპრიზო პილოტის ვინაობა ოფიციალურ გვერდზე გამოაცხადა. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსი დანიილ კვიატის მეწყვილე ალექსანდრ ალბონი იქნება. 22 წლის ბრიტანო-ტაილანდელმა პილოტმა ფორმულა 2-ის სერიაში მესამე ადგილი დაიკავა.

ალბონი „რედ ბულის“ ახალგაზრდულ პროგრამას 2012 წელს შეუერთდა. 2016 წელს კი GP3-ის სერიაში მეორე ადგილი დაიკავა. აღვნიშნავთ, რომ ლონდონში დაბადებული ალბონი ტაილანდის დროშის ქვეშ გამოდის. ის ამ ქვეყნის პირველი პილოტი იქნება ფორმულა 1-ის ისტორიაში.