ფორმულა 1-ში იაპონიის გრანპრი გააუქმეს #1TVSPORT
ფორმულა 1-ში იაპონიის გრანპრი გააუქმეს #1TVSPORT

იაპონიის გრანპრი, რომელიც 2021 წლის 10 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, არ ჩატარდება, – იტყობინება ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის პრესსამსახური.

ბოლო პერიოდში იაპონიაში გაუარესდა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია, რის გამოც, ზოგიერთ პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული.

2020 წელს, „სუძუკას“ ავტოდრომზე ანალოგიური მიზეზით არ ჩატარდა იაპონიის გრანპრი. ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა მუშაობს 2021 წლის სეზონის კალენდრის კორექტირებაზე და გადაწყვეტილების შესახებ მოგვიანებით გამოაცხადებს.