ფორმულა 1-ში ჰოლანდიის გრანპრი ბრუნდება
ფორმულა 1-ში ჰოლანდიის გრანპრი ბრუნდება

2020 წელს, ფორმულა 1-ის კალენდარში გაჩნდება ჰოლანდიის გრანპრი, – წერს გამოცემა ტელეგრააფი. ჰოლანდიური პრესის ინფორმაციით, ზანდვორტის ტრასაზე რბოლის ჩატარებაზე ხუთწლიანი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და მისი მოქმედება მომავალი წლიდან დაიწყება. ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ ფორმულა 1-ის მფლობელებს.

ჰოლანდიის გრანპრი ფორმულა 1-ში 1952 წლიდან იმართებოდა, მაგრამ 1980-იან წლებში გაქრა კალენდრიდან. თუ ზანდვორტის რბოლაზე ინფორმაცია დადასტურდება, მაშინ 2020 წლის ჩემპიონატში შესაძლოა, 23 ეტაპი იყოს, რადგან ასევე ვარაუდობენ კალენდარში ვიეტნამის გრანპრის დამატებას.

ამასთან, წლევანდელი კალენდრის ექვსი რბოლის ორგანიზატორებთან ჯერ არ არის გაფორმებული ახალი კონტრაქტები.