ფორმულა 1-ში Grid Girls-ზე უარი თქვეს
ფორმულა 1-ში Grid Girls-ზე უარი თქვეს

ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა უარი თქვას Grid Girls-ის მრავალწლიანი ტრადიციაზე. როგორც “სამეფო რბოლების” ოფიციალური ვებგვერდი წერს, ეს გადაწყვეტილება ეხება ყველა სხვა საავტომობილო სერიას, რომელიც “გრან-პრის” ეგიდით ტარდება – “ფორმულა 2” და GP3.

ფორმულა 1-ის კომერციული დირექტორის შონ ბრატჩესის თქმით, “ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე საკითხი იქნა განხილული, რომელიც აუცილებლად შეცვლას საჭიროებდა, არ შეესაბამებოდა ახალი ხელმძღვანელობის ხედვას”.

ბრატჩესმა განაცხადა, რომ Grid Girls არ შეესაბამება ბრენდის ღირებულებებს და აშკარა წინააღმდეგობაშია თანამედროვე სოციალურ ნორმებთან. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ფორმულა 1-ში არ მიაჩნიათ მსგავსი პრაქტიკა შესაფერისად ჩემპიონატისთვის და ნებისმიერი ასაკის გულშემატკივრებისთვის.