ფორმულა 1-ში დიდი ტრანსფერები იგეგმება – ალონსო „მერსედესში“, ჰემილტონი „ფერარიში“

11:57, 17.12.2019
ფორმულა 1-ის მფლობელი კომპანია Liberty Media დაინტერესებულია „სამეფო რბოლებში“ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ესპანელი ფერნანდო ალონსოს დაბრუნებით. დღეს ვეტერანი პილოტი ამტანობაზე რბოლების სერიაში გამოდის.
გაზეთ „ბილდის” ინფორმაციით, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები საჯინიბო „მერსედესთან“, რათა ამ უკანასკნელმა აიყვანოს ალონსო ლუის ჰემილტონის ნაცვლად, რომელსაც კარიერის „ფერარიში“ გაგრძელებას უწინასწარმეტყველებენ.
ადრე პრესაში დაიწერა, რომ ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ „რედ ბულს“ მიმართა ალონსოს კონტრაქტის თაობაზე, მაგრამ ავსტრიულმა გუნდმა უარი უთხრა Liberty Media-ს. მიზეზად დასახელდა ალონსოს დაძაბული ურთიერთობა კომპანია „ჰონდასთან“, რომელიც „რედ ბულს“ ძრავებით ამარაგებს.

მსგავსი