„ფორმულა 1“-ში დიდი გაცვლა მზადდება
„ფორმულა 1“-ში დიდი გაცვლა მზადდება

„ფორმულა 1“-ში გრანდიოზული გაცვლა მზადდება „რედ ბულსა“ და „ფერარის“ შორის. როგორც „რეისფანსი“ (RaceFans) წერს, ამ გარიგების ალბათობა 50 პროცენტს აღემატება. იტყობინებიან, რომ ჰოლანდიელი მაქს ფერსტაპენი უკვე 2020 წელს გახდება „ფერარის“ პილოტი, „რედ ბულში“ კი დაბრუნდება გერმანელი სებასტიან ფეტელი.

როგორც აღნიშნავენ, ფერსტაპენის „ფერარიში“ გადასვლით დაინტერესებულია პილოტის მამა იოსფერსტაპენი და მენეჯერი რაიმონდ ვერმელენი.

მაქს ფერსტაპენმა ამ სეზონზე ორი რბოლის მოგება შეძლო და 162 ქულით მესამე ადგილზეა საერთო ჩათვლაში – ჰოლანდიელი მხოლოდ „მერსედესის“ პილოტებს ჩამორჩება. ფეტელი 141 ქულით მეოთხე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ სებასტიან ფეტელი „რედ ბულის“ რიგებში ოთხჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.