ფორმულა 1 | შარლ ლეკლერმა „ფერარისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
ფორმულა 1 | შარლ ლეკლერმა „ფერარისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

ფორმულა 1-ის გუნდის, „ფერარის“ ვებგვერდის ინფორმაციით, მონეგასკმა პილოტმა, შარლ ლეკლერმა გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 26 წლის ლეკლერი იტალიურ გუნდში 2029 წლის ბოლომდე დარჩება, თუმცა ეს ცნობა ჯერ „ფერარის“ არ დაუდასტურებია. გუნდი მხოლოდ იმას წერს, რომ პილოტთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა.

შარლ ლეკლერი „ფერარის“ აკადემიაში აღიზარდა. მისი დებიუტი ფორმულა 1-ში „ზაუბერის“ რიგებში შედგა, ხოლო ლეგენდარული იტალიური გუნდის ბოლიდის საჭესთან პირველად 2019 წელს დაჯდა.

ფორმულა 1-ში 26 წლის პილოტს კარიერის მანძილზე ხუთი რბოლა აქვს მოგებული, ის 30-ჯერ იყო პოდიუმზე ასული, ხოლო 2022 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

შარლ ლეკლერის წინა ხელშეკრულება „ფერარისთან“ 2024 წლის ბოლოს სრულდებოდა.