ფორმულა 1 | შარლ ლეკლერმა 2026 წლის სეზონში პირველი ეტაპი მოიგო #1TVSPORT
ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის მეცხრე რბოლა ინგლისში, სილვერსტოუნის ავტოდრომზე ჩატარდა და „ფერარის“ მონეგასკი პილოტის, შარლ ლეკლერის გამარჯვებით დასრულდა. ეს ლეკლერისთვის პირველი გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში, ხოლო კარიერაში – მეცხრე.
კვალიფიკაციაში უპირატესობა „მერსედესის“ პილოტს, ჩემპიონატის ლიდერს, კიმი ანტონელის ჰქონდა, თუმცა რბოლის დასაწყისშივე მას „ფერარის“ პილოტებმა გაასწრეს, ხოლო რბოლის მიწურულს ტექნიკური პრობლემა შეექმნა და ქულის აღება საერთოდ ვერ მოახერხა. პოდიუმის მეორე საფეხურზე აღმოჩნდა ჯორჯ რასელი („მერსედესი“), ხოლო მესამეზე – ლუის ჰამილტონი („ფერარი“).
დიდი ბრიტანეთის გრანპრიზე ქულები ასე განაწილდა:
შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 25 ქულა
ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 18 ქულა
ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 15 ქულა
ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 12 ქულა
ისაკ ჰაჯარი („რედ ბული“) – 10 ქულა
ლიამ ლოუსონი („რეისინგ ბულსი“) – 8 ქულა
არვიდ ლინდბლადი („რეისინგ ბულსი“) – 6 ქულა
გაბრიელ ბორტოლეტო („აუდი“) – 4 ქულა
ფრანკო კოლაპინტო („ალპინი“) – 2 ქულა
პიერ გასლი („ალპინი“) – 1 ქულა
ფორმულა 1 | 2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული:
კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 179 ქულა
ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 154 ქულა
ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 147 ქულა
ფორმულა 1-ის სეზონის შემდეგი ეტაპი ბელგიაში შედგება – რბოლა 19 ივლისს ჩატარდება.