ფორმულა 1 - სეზონის მეორე რბოლა ლუის ჰემილტონმა მოიგო
ფორმულა 1 - სეზონის მეორე რბოლა ლუის ჰემილტონმა მოიგო

ფორმულა 1-ში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ლუის ჰემილტონმა დამაჯერებელ სტილში მოიგო ავსტრიის ეტაპი, რითაც სეზონში პირველი გრანპრი მოიპოვა, კარიერაში კი 85-ე.

თუ ერთი კვირის წინ, ამავე ავტოდრომზე ბევრი ბრძოლა, ავარია და რბოლიდან გამოთიშვა იყო, ამჯერად, ყველაფერმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარა. ჰემილტონმა პოულიდან აიღო სტარტი და თავიდანვე კომფორტული უპირატესობა შექმნა კონკურენტებთან. მან მხოლოდ თავისი ერთადერთი პიტსტოპისას დაკარგა ლიდერობა, ფინიშთან კი 14-წამიანი უპირატესობით მივიდა.

დიდი ხანი მეორე ადგილზე მაქს ფერსტაპენი იყო, მაგრამ ბოლო წრეებზე „რედ ბულის“ პილოტმა ტემპი დაკარგა გაცვეთილი საბურავების გამო და საბოლოოდ, მეორე ადგილზე ვალტერი ბოტასი გაუშვა. ასე რომ, „მერსედესმა“ დუბლი შეასრულა, ფერსტაპენი კი მესამე ადგილზე გავიდა.

ჩააგდეს რბოლა „ფერარის“ პილოტებმა – რბოლის სტარტზე მათ შორის კონტაქტი მოხდა და იტალიური საჯინიბოს ორივე ბოლიდი ბრძოლას ჩამოცილდა.

საერთო ჩათვლაში ლიდერი ისევ ბოტასია 43 ქულით, ჰემილტონი 37 ქულით მეორე პოზიციაზე გადავიდა, 22 ქულით მესამეა ნორისი.