ფორმულა 1 | სეზონის დაწყებიდან ორი რბოლის შემდეგ „რედ ბულმა“ ლიამ ლოუსონის ჩანაცვლება გადაწყვიტა #1TVSPORT
ფორმულა 1 | სეზონის დაწყებიდან ორი რბოლის შემდეგ „რედ ბულმა“ ლიამ ლოუსონის ჩანაცვლება გადაწყვიტა #1TVSPORT

ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის დაწყებიდან მხოლოდ ორი რბოლაა გასული და ავსტრიულმა გუნდმა, „რედ ბულმა“ მეორე პილოტის, ახალზელანდიელი ლიამ ლოუსონის ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო.

Telegraaf-ის ინფორმაციით, ლოუსონს „რედ ბულში“ იაპონელი იუკი ცუნოდა შეცვლის, რომელიც ამჟამად „რეისინგ ბულსის“ პილოტია და იმის ფონზე, რომ მისი გუნდი ქვედა პოზიციებისთვის იბრძვის, კარგ სეზონს ატარებს.

„რედ ბულის“ მენეჯმენტი „რეისინგ ბულსსაც“ მართავს და სეზონის დაწყების წინაც იაპონელის დაწინაურება განიხილებოდა, თუმცა მაშინ გადაწყვეტილება ლოუსონის სასარგებლოდ მიიღეს.

ახალზელანდიელმა ავსტრალიაში გამართული რბოლა ვერ დაასრულა, ხოლო ჩინეთში მან მე-12 პოზიცია დაიკავა. შესაბამისად, ლოუსონმა „რედ ბულს“ ქულაც კი ვერ მოუტანა და ტრასაზე რამდენიმე ინციდენტი ჰქონდა. ავსტრიელთა მეორე პილოტმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა ამ რბოლებში 36 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა.

სავარაუდოდ, ცუნოდა ლოუსონს იაპონიის გრანპრის წინ შეცვლის. სუზუკაზე რბოლა 6 აპრილსაა დაგეგმილი.