ფორმულა 1-ს გუნდებმა „პირელის“ ახალი საბურავები დაიწუნეს
ფორმულა 1-ს გუნდებმა „პირელის“ ახალი საბურავები დაიწუნეს

ფორმულა 1-ს ყველა გუნდმა ერთსულოვნად თქვა უარი საბურავებზე, რომლებიც კომპანია „პირელიმ“ 2020 წლის სეზონისთვის გამოუშვა. იტალიურ კომპანიას იმედი ჰქონდა, რომ ახალი დიზაინი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ნაკლებად მგრძნობიარე საბურავების შემუშავების გზაზე და პილოტები უფრო ხისტად მოძრაობას შეძლებდნენ.

მიუხედავად ამისა, გასულ კვირას აბუ დაბიში გამართული ტესტის შემდეგ, გუნდებმა განაცხადეს, რომ 2019 წლის საბურავები ურჩევნიათ.

„პირელიში“ აცხადებენ, რომ დარწმუნებულები იყვნენ 2020 წლის საბურავების უკეთეს ხარისხში, თუმცა ესმით ისიც, რომ გუნდების გადაწყვეტილებაზე სხვა ფაქტორებმა იქონია გავლენა.