ფორმულა 1-ს „ფერარის“ ყოფილი შეფი უხელმძღვანელებს
ფორმულა 1-ს „ფერარის“ ყოფილი შეფი უხელმძღვანელებს

„ფერარის“ ყოფილი შეფი სტეფანო დომენიკალი შეიძლება მომავალ წელს ფორმულა 1-ის ახალი ხელმძღვანელი გახდეს.

მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა მაღალჩინოსანმა წყარომ. ახალი ამბავი უკვე აცნობეს გუნდების ხელმძღვანელებს.

ფორმულა 1-ის დღევანდელი აღმასრულებელი დირექტორი ჩეიზ კერი, რომელსაც ეს პოსტი 2017 წლიდან უჭირავს, დარჩება სტრუქტურაში თანამდებობაზე, რომელიც ჯერ არ განუსაზღვრავთ.

55 წლის დომენიკალიმ „ფერარი“ 2014 წელს დატოვა და დღეს კომპანია „ლამბორგინიში“ აღმასრულებელ დირექტორად მუშაობს. დომენიკალის მმართველობისას, „ფერარიმ“ 2008 წელს, ჯერჯერობით ბოლოჯერ მოიპოვა კონსტრუქტორთა თასი.

მას ასევე ხელმძღვანელი პოსტი უჭირავს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციაში.