ფორმულა 1 | მსოფლიოს ჩემპიონმა, ლანდო ნორისმა „მაკლარენთან“ კონტრაქტი 2030 წლის ჩათვლით გაახანგრძლივა #1TVSPORT
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფორმულა 1-ში, ლანდო ნორისმა „მაკლარენთან“ კონტრაქტი 2030 წლის ჩათვლით გაახანგრძლივა.
ბრიტანელი „მაკლარენს“ 2017 წელს შეუერთდა, ის თავდაპირველად სარეზერვო პილოტი იყო, ხოლო ძირითადი პილოტი 2019 წელს გახდა.
26 წლის ნორისმა „მაკლარენის“ რიგებში 13 ეტაპი მოიგო, 18-ჯერ დაიწყო რბოლა პირველი ადგილიდან და პოდიუმზე 48-ჯერ ავიდა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მან გასულ წელს მაქს ფერსტაპენთან („რედ ბული“) და საკუთარ თანაგუნდელთან, ოსკარ პიასტრისთან ჭიდილში მოიპოვა.
საერთო ჯამში, ბრიტანელმა 163 გრანპრიში მიიღო მონაწილეობა.
„„მაკლარენი“ ჩემი სახლია. მოხარული ვარ, რომ გუნდთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე“, – აღნიშნა ლანდო ნორისმა.
მიმდინარე სეზონში ნორისის ანგარიშზე 159 ქულაა და ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა.
BREAKING: Lando Norris will continue to race for McLaren through 2030 #F1 pic.twitter.com/ORtSLhx9QF
— Formula 1 (@F1) August 29, 2026