ფორმულა 1 | მექსიკის გრანპრი „მაკლარენის“ ბრიტანელი პილოტის, ლანდო ნორისის გამარჯვებით დასრულდა #1TVSPORT
ფორმულა 1 | მექსიკის გრანპრი „მაკლარენის“ ბრიტანელი პილოტის, ლანდო ნორისის გამარჯვებით დასრულდა #1TVSPORT

ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის მორიგ ეტაპს მექსიკამ უმასპინძლა. რბოლა „მაკლარენის“ ბრიტანელი პილოტის, ლანდო ნორისის გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ადგილი რბოლაში შარლ ლეკლერმა („ფერარი“) დაიკავა, ხოლო მესამეზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ნიდერლანდელი მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) გავიდა.

უშუალოდ ნორისისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეექვსე გამარჯვება იყო. მან საკუთარ თანაგუნდელს, ავსტრალიელ ოსკარ პიასტრის ერთი ქულით გადაასწრო და ამჟამად ჩემპიონატის ლიდერია 357 ქულით. მესამე ადგილს ფერსტაპენი იკავებს, რომელსაც 321 ქულა აქვს.

ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის დასრულებამდე ოთხი რბოლა რჩება. შემდეგი ეტაპი 9 ნოემბერს ბრაზილიაში ჩატარდება.