ფორმულა 1-მა შესაძლოა დიდი ბრიტანეთი დატოვოს
ფორმულა 1-მა შესაძლოა დიდი ბრიტანეთი დატოვოს

2019 წელს სამეფო რბოლებისა და ბრიტანეთის გრან პრის ხელმძღვანელობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება სრულდება. შესაბამისად, სილვერსტოუნის ეტაპი შესაძლებელია ფორმულა 1-ის კალენდრიდან გაქრეს. მოლაპარაკებები კონტრაქტის გაგძელებასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. მხარეები ფინანსურ საკითხებზე ვერ თანხმდებიან.

ფორმულა 1-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჩეიზ კერის განცხადებით, მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა დეტალებზე საუბარი მას არ სურს.

„ძალიან ვაფასებთ სილვერსტოუნის გრან პრის, თუმცა ფორმულა 1-ის ეტაპების მასპინძლობის ბევრი მსურველი არსებობს. მათი რაოდენობა იმდენად დიდია, რომ კალენდარში ადგილი ყველასთვის ვერ მოიძებნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით ბრიტანეთის გრან პრის შენარჩუნებას“, – განაცხადა კერიმ.