ფორმულა 1-მა სეზონის დარჩენილი ნაწილის კალენდარი გამოაქვეყნა #1TVSPORT
ფორმულა 1-მა სეზონის დარჩენილი ნაწილის კალენდარი გამოაქვეყნა #1TVSPORT

იაპონიის გრანპრის გაუქმების შემდეგ, ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორებმა განახლებული კალენდარი გამოაქვეყნეს 2021 წლის სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის.

ნიდერლანდების გრანპრი (5 სექტემბერი), იტალიის გრანპრი (12 სექტემბერი) და რუსეთის გრანპრი (26 სექტემბერი) დათქმულ ვადებში გაიმართება.

24 ოქტომბერს ჩატარდება აშშ-ის გრანპრი, მექსიკისა და ბრაზილიის ეტაპების ჩატარება ერთი კვირით გადაიწია და შესაბამისად, 7 ნოემბერსა და 14 ნოემბერს გაიმართება.

21 ნოემბერს დაგეგმილი ეტაპის ადგილს ფორმულა 1 მოგვიანებით გამოაცხადებს.