ფორმულა 1-მა ქალებისთვის ახალი სარბოლო სერია შექმნა #1TVSPORT
ფორმულა 1-მა ქალებისთვის ახალი სარბოლო სერია შექმნა #1TVSPORT

ფორმულა 1-მა ქალი ავტომრბოლებისთვის ახალი სარბოლო სერიის შექმნის შესახებ გამოაცხადა. ახალი სერიის სახელწოდებაა – „აკადემია F1“, რომელიც ტექნიკური დონით ფორმულა 4-ს შეესაბამება. აღნიშნული პროექტი უნდა დაეხმაროს ქალებს კარიერულ წინსვლაში ახალგაზრდულ ჩემპიონატებში და დროთა განმავლობაში მიიღონ ფორმულა 1-ში მოხვედრის შანსი.

სერიის პირველი სეზონი 2023 წელს გაიმართება. ჩემპიონატში ხუთი გუნდი მიიღებს მონაწილეობას და თითოს სამი მანქანა ეყოლება ტრასაზე. თითოეულ საჯინიბოს ფორმულა 1 სეზონში 150 ათასი ევროთი დაეხმარება.