ფორმულა 1-მა ოფიციალურად გაახანგრძლივა სავალდებულო შესვენება

10:07, 08.04.2020

ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება – კიდევ ორი კვირით გაახანგრძლივოს გუნდებისთვის სავალდებულო პაუზა.

ამ პერიოდში, საჯინიბოებს ეკრძალებათ მუშაობა მანქანების კონსტრუქციებზე, კვლევების ჩატარება, ნებისმიერი სამუშაო ძრავების გაძლიერებაზე.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ფორმულა 1-ში 2020 წლის სეზონი. ივლისამდე არც ერთი რბოლის ჩატარება არ იგეგმება. ვარაუდობენ, რომ სეზონი 5 ივლისს, ავსტრიის გრანპრით გაიხსნება.

მსგავსი