ფორმულა 1-მა აშშ-ის, მექსიკასა და ბრაზილიის გრანპრი გააუქმა
ფორმულა 1-მა აშშ-ის, მექსიკასა და ბრაზილიის გრანპრი გააუქმა

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, ფორმულა 1-მა უარი თქვა აშშ-ის, მექსიკისა და ბრაზილიის ეტაპების ჩატარებაზე. ამის ნაცვლად, განიხილება კალენდარში სამი ევროპული რბოლის ჩამატება – დაბრუნდება ეტაპები გერმანიაში „ნიურბურგრინგზე“ და იტალიაში „იმოლაზე“, აგრეთვე, ფორმულა 1-ის დებიუტი შედგება პორტუგალიაში „პორტიმანის“ ტრასაზე.

აშშ-ის გრანპრი 23 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მექსიკის – 30 ოქტომბერს, ბრაზილიის – 13 ნოემბერს, მაგრამ სამივე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ შეუძლებლად მიიჩნია რბოლების ჩატარება.

აგრეთვე, თითქმის გამორიცხულია კანადაში ეტაპის ჩატარება, რადგან ამ ქვეყანაში დაწესებული აკრძალვები და წესები შეუძლებელს ხდის გრანპრის ორგანიზებას.

გერმანიის გრანპრი ნიურბურგში 11 ოქტომბერს გაიმართება. პორტუგალიის ეტაპი 25 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, „იმოლაზე“ – 1 ნოემბერს. ამ ტრასაზე 1981-2006 წლებში სან მარინოს გრანპრი იმართებოდა. სწორედ „იმოლაზე“ დაიღუპა 1994 წელს აირტონ სენა.

ფორმულა 1-ის 2020 წლის სეზონს ჯერ ისევ არ გააჩნია სრული კალენდარი, მაგრამ კვლავინდებურად იმედოვნებენ, რომ წელს მინიმუმ 16 რბოლას ჩაატარებენ. სეზონის დასრულებას ვარადობენ ორი რბოლით ბაჰრეინში და ერთით აბუ დაბიში. ეს ნოემბერსა და დეკემბერში მოხდება.

დატოვე კომენტარი