ფორმულა 1-მა 2021 წლის კალენდარი წარადგინა
ფორმულა 1-მა 2021 წლის კალენდარი წარადგინა

ფორმულა 1-ის ორგანიზატორებმა ოფიციალურად წარადგინეს 2021 წლის ჩემპიონატის კალენდარი.

მომავალ წელს 23 ეტაპი გაიმართება. სეზონი დაიწყება ავსტრალიაში მარტის შუა რიცხვებში და დასრულდება დეკემბრის დასაწყისში აბუ დაბიში. ისტორიაში პირველად უნდა გაიმართოს რბოლა საუდის არაბეთში.

აღვნიშნავთ, რომ კალენდრიდან ამოვარდა ვიეტნამის გრანპრი, რომელიც დაგეგმილი იყო 2020 წელს, მაგრამ არ გაიმართება კორონავირუსის გამო.

2021 წლის წინასწარი კალენდარი:

21 მარტი – ავსტრალია (მელბურნი)

28 მარტი – ბაჰრეინი (საჰირი)

11 აპრილი – ჩინეთი (შანხაი)

25 აპრილი – ქვეყანა ზუსტდება

9 მაისი – ესპანეთი (ბარსელონა)

23 მაისი – მონტე კარლო (მონაკო)

6 ივნისი – აზერბაიჯანი (ბაქო)

13 ივნისი – კანადა (მონრეალი)

27 ივნისი – საფრანგეთი (ლე-კასტელი)

4 ივლისი – ავსტრია (შპილბერგი)

18 ივლისი – ბრიტანეთი (სილვერსტოუნი)

1 აგვისტო – უნგრეთი (ბუდაპეშტი).

29 აგვისტო – ბელგია (სპა)

5 სექტემბერი – ნიდერლანდები (ზანდვორტი)

12 სექტემბერი – იტალია (მონცა)

26 სექტემბერი – რუსეთი (სოჭი)

3 ოქტომბერი – სინგაპური (სინგაპური)

10 ოქტომბერი – იაპონია (სუზუკა)

24 ოქტომბერი – აშშ (ოსტინი)

31 ოქტომბერი – მექსიკა (მეხიკო)

14 ნოემბერი – ბრაზილია (სან პაულუ)

28 ნოემბერი – ს. არაბეთი (ჯიდა)

5 დეკემბერი – აბუ დაბი (აბუ დაბი)