ფორმულა 1-მა 2020 წლის პირველი რვა ეტაპის კალენდარი გამოაქვეყნა
ფორმულა 1-მა 2020 წლის პირველი რვა ეტაპის კალენდარი გამოაქვეყნა

ფორმულა 1-ის ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს 2020 წლის სეზონის პირველი რვა რბოლის კალენდარი. როგორც მოსალოდნელი იყო, წლევანდელი ჩემპიონატი დაიწყება 5 ივლისს ავსტრიაში. 12 ივლისს, ავსტრია მეორე ეტაპსაც უმასპინძლებს.

სრულად სეზონის პირველი რვა რბოლის კალენდარი ასეთია:

1. ავსტრია – 3-5 ივლისი

2. ავსტრია – 10-12 ივლისი

3. უნგრეთი – 17-19 ივლისი

4. ბრიტანეთი – 2 აგვისტო

5. ბრიტანეთი – 9 აგვისტო

6. ესპანეთი – 16 აგვისტო

7. ბელგია – 30 აგვისტო

8. იტალია – 6 სექტემბერი

„ყველა რბოლა მაყურებლების გარეშე ჩაივლის. მომდევნო ეტაპების თარიღები უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გამოცხადდება“, – წერია ფორმულა 1-ის განცხადებაში.

2020 წელს, ჯერ არც ერთი რბოლა არ ჩატარებულა. გაუქმდა ეტაპები ავსტრალიაში, ნიდერლანდებში, მონტე კარლოსა და საფრანგეთში. გადატანილია ეტაპები ბაჰრეინში, ვიეტნამში, ჩინეთში, აზერბაიჯანსა და კანადაში.