ფორმულა 1 | ლუის ჰამილტონმა „ფერარის“ რიგებში პირველი, ხოლო კარიერაში 106-ე რბოლა მოიგო #1TVSPORT
ფორმულა 1 | ლუის ჰამილტონმა „ფერარის“ რიგებში პირველი, ხოლო კარიერაში 106-ე რბოლა მოიგო #1TVSPORT

ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის მეშვიდე რბოლა ბარსელონაში ჩატარდა და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა. ეს ბრიტანელისთვის პირველი გამარჯვებაა იტალიური „ფერარის“ რიგებში, ხოლო კარიერაში – 106-ე.

კვალიფიკაციაში უპირატესობა „მერსედესის“ პილოტს, ჯორჯ რასელს ჰქონდა, თუმცა რბოლის პირველ ნახევარში, მაღალი ტემპის წყალობით, „ფერარის“ პილოტი მას ბევრით არ ჩამორებოდა. რბოლის დასრულებამდე 20 წრით ადრე, ტრასაზე ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის რეჟიმი ჩაირთო, ხოლო ჰამილტონი ახალი საბურავებით რასელისა და ანტონელის წინ აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ რბოლის დასრულება ვერ მოახერხა ჩემპიონატის ლიდერმა, იტალიელმა კიმი ანტონელიმ. მას ტექნიკური პრობლემა შეექმნა და ასპარეზობას ფინიშამდე სამი წრით ადრე გამოეთიშა. პოდიუმზე მეორე რასელი იყო, მესამე – ლანდო ნორისი („მაკლარენი“).

ბარსელონას გრანპრიზე ქულები ასე განაწილდა:

ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 25 ქულა

ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 18 ქულა

ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 15 ქულა

მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 12 ქულა

ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 10 ქულა

ისაკ ჰაჯარი („რეისინგ ბულსი“) – 8 ქულა

პიერ გასლი („ალპინი“) – 6 ქულა

ფრანკო კოლაპინტო („ალპინი“) – 4 ქულა

ლიამ ლოუსონი („რეისინგ ბულსი“) – 2 ქულა

არვიდ ლინდბალი („რეისინგ ბულსი“) – 1 ქულა

ფორმულა 1 | 2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული:

კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 156 ქულა
ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 115 ქულა
ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 106 ქულა

ფორმულა 1-ის სეზონის შემდეგი ეტაპი ავსტრიაში შედგება – რბოლა 28 ივნისს ჩატარდება.