აბუ დაბიში ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის ბოლო, 24-ე რბოლა გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვითაც, 423 ქულით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ბრიტანული გუნდის, „მაკლარენის“ ბრიტანელმა პილოტმა, ლანდო ნორისმა მოიპოვა.
რბოლის წინ ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი სამ პილოტს ჰქონდა – ლანდო ნორისს (408 ქულა), მაქს ფერსტაპენსა (396 ქულა) და ოსკარ პიასტრის (392 ქულა).
რბოლას პირველ პოზიციაზე ფერსტაპენი იწყებდა („რედ ბული“), მას გამარჯვებისთვის სჭირდებოდა, რომ ნორისს რბოლა სამეულში ვერ დაესრულებინა, თუმცა ბრიტანელმა მოახერხა და აბუ დაბის გრან პრი მესამე ადგილზე დაასრულა – პირველ ადგილზე ფერსტაპენი გავიდა, მეორეზე – ოსკარ პიასტრი.
ფორმულა 1-ის 76-წლიან ისტორიაში 26 წლის ნორისი 35-ე პილოტი გახდა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
2025 წელს კონსტრუქტორების ტიტული „მაკლარენმა“ მოიგო.