ფორმულა 1 | კიმი ანტონელიმ იტალიის გრანპრი მე-19 ადგილიდან მოიგო #1TVSPORT

19:30, 06.09.2026

ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის მორიგი რბოლა, რომელიც იტალიაში, მონცას ცნობილ ავტოდრომზე ჩატარდა, „მერსედესის“ პილოტის, კიმი ანტონელის გამარჯვებით დასრულდა. 20 წლის იტალიელმა მიმდინარე სეზონში მეშვიდე ეტაპი მოიგო და ჩემპიონატის ლიდერია.

აღსანიშნავია, რომ მშობლიურ კედლებში გამართულ რბოლას ძრავის შეცვლის გამო დაწესებული ჯარიმის გამო ანტონელი მე-19 ადგილიდან იწყებდა და რბოლის პირველივე ეტაპზე ის უკვე გამარჯვებისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

იტალიის გრანპრი მეორე ადგილზე დაასრულა ანტონელის თანაგუნდელმა, ბრიტანელმა ჯორჯ რასელმა, ხოლო მესამე ადგილზე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი გავიდა („რედ ბული“).

ანტონელი 1966 წლის შემდეგ პირველი იტალიელია, ვინც იტალიის გრანპრი მოიგო – ბოლოს მონცას ავტოდრომზე წარმატებას ლუდოვიკო სკარფიოტიმ მიაღწია.

იტალიის გრანპრიზე ქულები ასე განაწილდა:

კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 25 ქულა

ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 18 ქულა

მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 15 ქულა

ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 12 ქულა

ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 10 ქულა

ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 8 ქულა

პიერ გასლი („ალპინი“) – 6 ქულა

არვიდ ლინდბლადი („რეისინგ ბულსი“) – 4 ქულა

ფრანკო კოლაპინტო („ალპინი“) – 2 ქულა

იუკი ცუნოდა („რეისინგ ბულსი“) – 1 ქულა

2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული | პილოტები:

კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 267 ქულა
ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 201 ქულა
ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 191 ქულა

2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული | კონსტრუქტორები:

„მერსედესი“ – 468 ქულა
„ფერარი“ – 346 ქულა
„მაკლარენი“ – 287 ქულა

ფორმულა 1-ის მორიგი რბოლა მადრიდში 13 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი