ფორმულა 1-ის ყოფილი შეფი, 89 წლის ბერნი ექლსტოუნი მეოთხე შვილის მამა გახდება
ფორმულა 1-ის ყოფილი შეფი, 89 წლის ბერნი ექლსტოუნი მეოთხე შვილის მამა გახდება

ფორმულა 1-ის ყოფილი მფლობელი, ამ საავტომობილო სერიის საპატიო პრეზიდენტი ბერნი ექლსტოუნი მეოთხედ გახდება მამა. ამის შესახებ F1-Insider წერს. წყაროს ცნობით, 89 წლის მილიარდერი და მისი 41 წლის მეუღლე ფაბიანა 2020 წლის ივლისში გახდებიან მშობლები.

ბერნი ექლსტოუნს სამი ქალიშვილი ჰყავს – უმცროსი ტამარა 35 წლისაა, უფროსი დებორა – 65 წლის.

დღეისთვის, ბრიტანელი ცოლთან ერთად ბრაზილიაში საკუთარ ფერმაში ცხოვრობს, რომელიც სან პაულუსთან ახლოს მდებარეობს. ტერიტორიას სრულად აკონტროლებს ბრაზილიის მთავრობა.

ექლსტოუნი ფორმულა 1-ის საქმეებს 2017 წელს ჩამოცილდა, როცა ჩემპიონატზე სრული კონტროლი ამერიკულ კომპანია Liberty Media-ს გადაეცა. ახალმა მფლობელებმა არ მოისურვეს ბრიტანელთან თანამშრომლობა და განვითარების განსხვავებული ვექტორი აირჩიეს.