ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ავარიაში მოხვდა და მძიმე მდგომარეობაშია
ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ავარიაში მოხვდა და მძიმე მდგომარეობაშია

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ალექს ძანარდი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა, – დაწერა იტალიურმა გაზეთმა „კორიერე დელო სპორტმა“. მრბოლელი ესტაფეტისთვის ემზადებოდა და ხელის ველოსიპედით მოძრაობდა, მაგრამ ავარიაში მოხვდა – ძანარდი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

53 წლის იტალიელი მრბოლელი თავის მრავლობითი ტრავმით შემთხვევის ადგილიდან ვერტმფრენით ქალაქ სიენას კლინიკაში გადაიყვანეს. ნეიროქირურგები ორსაათნახევარი ატარებდნენ ოპერაციას. ძანარდის მდგომარეობას აფასებენ, როგორც მძიმეს.

2001 წელს, კარტინგის რბოლისას მომხდარი ავარიის შემდეგ, ძანარდიმ ორივე ფეხი დაკარგა. მიუხედავად უმძიმესი ტრავმებისა, ის დაბრუნდა სპორტში და რამდენიმე საავტომობილო სერიაში გამოდიოდა. 2012 და 2016 წლებში კი ხელის ველოსიპედით ის ოთხგზის პარალიმპური ჩემპიონი გახდა.