ფორმულა 1-ის ყოფილ პრეზიდენტს, 89 წლის ბერნი ექლსტოუნს ვაჟი შეეძინა
ფორმულა 1-ის ყოფილ პრეზიდენტს, 89 წლის ბერნი ექლსტოუნს ვაჟი შეეძინა

ფორმულა 1-ის ყოფილი მფლობელი და პრეზიდენტი ბერნი ექლსტოუნი მეოთხედ გახდა მამა. 89 წლის ბრიტანელს ვაჟი შეეძინა, – ამის შესახებ მისმა მეგობარმა, როჯერ ბენუამ გამოაცხადა.

ექსლტოუნმა და მისმა 44 წლის ცოლმა ფაბიანამ ბიჭს ეისი დაარქვეს. ის შვეიცარიის ქალაქ ინტერლაკენში დაიბადა, სადაც ექსლტოუნის ოჯახი ბრაზილიიდან დაბრუნების შემდეგ ცხოვრობს.

ბერნი ექლსტოუნს სამი ქალიშვილი ჰყავს: 65 წლის დებორა, 35 წლის თამარა და 31 წლის პეტრა.

ცოტა ხნის წინ, ფორმულა 1-ის ექსშეფი სკანდალში მოხვდა, როცა განაცხადა, რომ „ბევრ შემთხვევაში შავები უფრო მეტად რასისტები არიან, ვიდრე თეთრები“.