ფორმულა 1-ის სეზონი 5 ივლისს დაიწყება
ფორმულა 1-ის სეზონი 5 ივლისს დაიწყება

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ სეზონის 5 ივლისს, ავსტრიაში დაწყების ვარიანტი მოიწონა.

როგორც რამდენიმე გაზეთი წერს, ავსტრია ერთბაშად ორ რბოლას ჩაატარებს – ჯერ 5 ივლისს და შემდეგ, 9 ივლისს. ორ კვირაში, 19 და 23 ივლისს, სილვერსტოუნის ტრასაზე ასევე ორრბოლიანი ბრიტანეთის გრანპრი გაიმართება.

აღნიშნავენ, რომ რბოლები ავსტრიასა და ბრიტანეთში მაყურებლების გარეშე ჩაივლის. ავტოდრომებზე დაშვებულნი იქნებიან მხოლოდ სატელევიზიო ჯგუფები, რომლებიც ტრანსლიაციას უზრუნველყოფენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ჯერჯერობით, ფორმულა 1-ის 2020 წლის სეზონი არ დაწყებულა.