ფორმულა 1-ის რუსი პილოტი ნიკიტა მაზეპინი ბრიტანეთის გრან პრიში მონაწილეობას ვერ მიიღებს #1TVSPORT
ფორმულა 1-ის რუსი პილოტი ნიკიტა მაზეპინი ბრიტანეთის გრან პრიში მონაწილეობას ვერ მიიღებს #1TVSPORT

ამერიკული საჯინიბო „ჰაასის“ პილოტი ბრიტანული ავტოსპორტის ახალი რეგულაციების მიხედვით, რომელიც რუს და ბელარუს გუნდებსა და ავტომრბოლელებს მონაწილეობის უფლებას ართმევს, „სილვერსტოუნსგამოტოვებს.

სამშაბათს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეგულაცია გამოაქვეყნა, რაც რუს და ბელარუს პილოტებს ნეიტრალური დროშით რბოლის საშუალებას აძლევდა, თუმცა ბრიტანული ავტოსპორტის თავმჯდომარემ, დევიდ რიჩარდმა და „სილვერსტოუნის“ ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ 3 ივლისს რუსი მრბოლელი ბრიტანეთში დაგეგმილ გრან პრიში მონაწილეობას ვერ მიიღებს თუ უკრაინაში სიტუაცია არ შეიცვლება.