ფორმულა 1-ის რამდენიმე წარმომადგენელი იზოლაციაში იმყოფება
ფორმულა 1-ის რამდენიმე წარმომადგენელი იზოლაციაში იმყოფება

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის წინ, ორი გუნდის სამი წევრი იზოლირებულია კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირების გამო.

როგორც ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ წერს, ლაპარაკია ორ თანამშრომელზე ამერიკული საჯინიბო „ჰაასიდან“ და ერთზე – ბრიტანული „მაკლარენიდან“. მათ ჩაუტარდათ ტესტი კორონავირუსზე, თუმცა, შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

ჯერჯერობით, არ განიხილება ავსტრალიის გრანპრის გადადების საკითხი. რბოლა 15 სექტემბერს უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ ადრე გამოცხადდა ბაჰრეინის გრანპრის უმაყურებლებოდ ჩატარების შესახებ, ასევე გაურკვეველი ვადით გადაიდო ჩინეთის გრანპრი.