ფორმულა 1-ის ლეგენდარული კომენტატორი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT
ფორმულა 1-ის ლეგენდარული კომენტატორი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT

ფორმულა 1-ის ლეგენდარული კომენტატორი მარი უოკერი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის ხმასა და სახელს ავტოსპორტის ყველაზე პრესტიჟული სახეობის მთელი ეპოქა უკავშირდება (ნახევარ საუკუნეზე მეტი).

მარი უოკერმა ფორმულა 1-ის პირველი რეპორტაჟი შორეულ 1949 წელს, „ბი ბი სის“ რადიოს პირდაპირ ეთერში წაიყვანა, უკანასკნელი კი 2001 წელს.

„მარი უოკერ, ჩვენო მეგობარო, საყვარელო კომენტატორო და ავტოსპორტის ლეგენდავ, მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე“, – ასე გამოეხმაურა უოკერის გარდაცვალებას ბრიტანეთის ავტოკლუბის პრესსამსახური.