ფორმულა 1-ის კალენდარში ჰოლანდიის გრანპრი ბრუნდება
ფორმულა 1-ის კალენდარში ჰოლანდიის გრანპრი ბრუნდება

ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა ჯო სავარმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 16 მაისს გამოაცხადებენ ფორმულა 1-ის კალენდარში ჰოლანდიის გრანპრის დაბრუნების შესახებ.

რბოლა ზანდფორტის ტრასაზე 2020 წლის 10 მაისისთვის არის დაგეგმილი. ეს კი ცუდი ახალი ამბავია ესპანელი გულშემატკივრებისთვის, რადგან, დიდი ალბათობით, ფორმულა 1-ის ეტაპი ბარსელონაში მომავალი წლიდან აღარ გაიმართება. და ესპანურ ეტაპს ჰოლანდიის გრანპრი შეცვლის.

კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ ლაპარაკი და ბარსელონასა და მადრიდის მთავრობებს შორის უთანხმოება შეუძლებელს ხდის ეტაპის ჩატარებაზე ახალი კონტრაქტის გაფორმებას. გარდა ამისა, ჩემპიონატიდან ფერნანდო ალონსოს წასვლა არ უწყობს ხელს ფორმულა 1-ის ესპანეთში პოპულარიზაციის ზრდას.