ფორმულა 1-ის გუნდებს მილიარდი დოლარი დაურიგეს
ფორმულა 1-ის გუნდებს მილიარდი დოლარი დაურიგეს

ფორმულა 1-ის მფლობელმა ლიბერთი მედიამ (Liberty Media) 2018 წლის სეზონში გამოსვლისთვის გუნდებს ჯამში 1.004 მილიარდი დოლარი გადაუხადა. ამის შესახებ წერს რეისფანსი (RaceFans).

თანხა სამ ჯგუფად განაწილდა. პირველი – ფიქსირებული გადასახადი ყველა გუნდისთვის, რომლებიც ბოლო სამი სეზონიდან ორში საუკეთესო ათეულში შევიდნენ. ამ კატეგორიაში მოხვდა რეისინგ პოინტი – ახალი გუნდი, რომელიც ფაქტობრივად ფორს ინდიას სამართალმემკვიდრეა.

გადახდის მეორე ჯგუფი ორიენტირებული იყო უშუალოდ გასული სეზონების შედეგების მიხედვით. თანხის მესამე ნაწილი გათვალისწინებული იყო იმ გუნდებისთვის, რომლებსაც ფორმულა 1-ში ყველაზე დიდი სტაჟი აქვთ – ფერარი, მერსედესი, რედ ბული, მაკლარენი და უილიამსი. ფერარი ფორმულა 1-ში ყველაზე დიდი ხანია გამოდის, ამიტომაც მან განსაკუთრებული ბონუსი მიიღო – 73 მილიონი დოლარი.

ამიტომაც, 2018 წელს გამომუშავებული თანხების მიხედვით, ლიდერი ფერარი გახდა:

1. ფერარი – $ 205 მლნ
2. მერსედესი – $ 177 მლნ
3. რედ ბული – $ 152 მლნ
4. მაკლარენი – $ 100 მლნ
5. რენო – $ 73 მლნ
6. ჰაასი – $ 70 მლნ
7. უილიამსი – $ 60 მლნ
8. რეისინგ პოინტი – $ 59 მლნ
9. ალფა რომეო – $ 56 მლნ
10. ტორო როსო – $ 52 მლნ