ფორმულა 1-ის გუნდები 2020 წლის შემადგენლობებზე ჩამოყალიბდნენ
ფორმულა 1-ის გუნდები 2020 წლის შემადგენლობებზე ჩამოყალიბდნენ

ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდი ჩამოყალიბდა პილოტთა შემადგენლობასთან დაკავშირებით 2020 წლის სეზონისთვის.

საგაისო პელოტონი სრულად დაკომპლექტდა ორი ცვლილების შემდეგ: 32 წლის გერმანელი ნიკო ჰიულკენბერგი წავიდა „რენოდან„ და დატოვა ფორმულა 1. მისი ადგილი დაიკავა „მერსედესის„ სარეზერვო პილოტმა ესტებან ოკონმა. ასევე წავიდა „სამეფო რბოლებიდან„ რობერტ კუბიცა. მის ადგილს „უილიამსში„ ფორმულა 2-ის პილოტი ნიკოლა ლატიფი დაიკავებს.

2020 წლის სეზონში ფორმულა 1-ის გუნდების შემადგენლობები:

მერსედესი – ლუის ჰემილტონი, ვალტერი ბოტასი

ფერარი – სებასტიან ფეტელი, შარლ ლეკლერი

რედ ბული – მაქს ფერსტაპენი, ალექს ალბონი

რენო – დანიელ რიკარდო, ესტებან ოკონი

ჰაასი – კევინ მაგნუსენი, რომენ გროსჟანი

მაკლარენი – კარლოს საინსი, ლანდრო მორისი

რეისინგ პოინტი – სერხიო პერესი, ლენს სტროლი

ალფა რომეო – კიმი რაიკონენი, ანტონიო ჯოვინაცი

ტორო როსო – დანიილ კვიატი, პიერ გასლი

უილიამსი – ჯორჯ რასელი, ნიკოლა ლატიფი