ფორმულა 1 I მაქს ფერსტაპენი ბელგიის გრანპრის გამარჯვებულია - „რედ ბულის“ მორიგი დუბლი მიმდინარე სეზონში #1TVSPORT
ფორმულა 1 I მაქს ფერსტაპენი ბელგიის გრანპრის გამარჯვებულია - „რედ ბულის“ მორიგი დუბლი მიმდინარე სეზონში #1TVSPORT

ფორმულა 1-ში 2023 წლის სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა. საზაფხულო შესვენებამდე უკანასკნელი რბოლა „რედ ბულის“ ნიდერლანდელმა პილოტმა, მაქს ფერსტაპენმა მოიგო, მეორე ადგილზე კი მისი თანაგუნდელი სერხიო პერესი გავიდა.

2023 წლის მე-12 ეტაპი „სპა-ფრანკოშამპის“ ტრასაზე ჩატარდა. სარბოლო უქმეები წვიმის ფონზე იწყებოდა. კვალიფიკაციისა და სპრინტის დროს პილოტებს საწვიმარი საბურავების გამოყენება დასჭირდათ. პარასკევს გამართულ კვალიფიკაციაზე პოულ პოზიცია ფერსტაპენმა აიღო, თუმცა გადაცემათა კოლოფის შეცვლის გამო ხუთადგილიანი ჯარიმა მიიღო და კვირის რბოლა მე-6 ადგილიდან დაიწყო.

შაბათს სპაზე სპრინტი ჩატარდა, რომლის ტრიუმფატორიც ნიდერლანდელი გახდა და საკუთარ აქტივს 8 ქულა შესძინა. მეორე ადგილი „მაკლარენიდან“ ოსკარ პიასტრიმ დაიკავა, ხოლო მესამეზე „ალპინის“ პილოტი პიერ გასლი გავიდა.

რაც შეეხება უშუალოდ რბოლას, ფესტაპენის ჯარიმის ფონზე, რბოლა პირველი ადგილიდან შარლ ლეკლერმა („ფერარი“) დაიწყო, მეორეზე სერხიო პერესი იყო („რედ ბული“), ხოლო მესამე პოზიციაზე ლუის ჰემილტონი იდგა („მერსედესი“). მეორე წრეზევე პერესმა ლეკლერს გადაასწრო. ამავდროულად, ფერსტაპენი წინ მარტივად მიიწევდა და პირველი პიტსტოპის შემდეგ მექსიკელი უკან ჩამოიტოვა. მაქსმა პირველი ადგილი რბოლის ბოლომდე მარტივად შეინარჩუნა, მან ფინიშის ხაზი მეორეადგილოსანზე 22 წამით ადრე გადაკვეთა.

აღსანიშნავია, რომ „რედ ბულმა“ სეზონის პირველ ნახევარში გამართული ყველა რბოლა მოიგო. 10-ჯერ გამარჯვებული ფერსტაპენი გახდა, ხოლო პირველ ადგილზე რბოლა ორჯერ დაასრულა სერხიო პერესმა. შედეგად, ავსტრიული გუნდი სეზონს ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს. მათ ასევე დაამყარეს რეკორდი, ზედიზედ მოგებული 12 რბოლის სახით სეზონში.

ბელგიის გრანპრი, ქულები:

1.მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 25 ქულა
2. სერხიო პერესი („რედ ბული“) – 18 ქულა
3. შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 15 ქულა
4. ლუის ჰემილტონი („მერსედესი“) – 13 ქულა (უსწრაფესი წრე რბოლაში)
5. ფერნანდო ალონსო („ასტონ მარტინი“) – 10 ქულა
6. ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 8 ქულა
7. ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 6 ქულა
8. ესტებან ოკონი („ალპინი“) – 4 ქულა
9. ლენს სტროლი („ასტონ მარტინი“) – 2 ქულა
10. იუკი ცუნოდა („ალფატაური“) – 1 ქულა

2023 წლის ჩემპიონატის ცხრილი, პილოტები:

1.მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 314 ქულა
2. სერხიო პერესი („რედ ბული“) – 189 ქულა
3. ფერნანდო ალონსო („ასტონ მარტინი“) – 149 ქულა
4. ლუის ჰემილტონი („მერსედესი“) – 148 ქულა
5. შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 99 ქულა
6. ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 99 ქულა
7. კარლოს საინსი („ფერარი“) – 92 ქულა
8. ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 69 ქულა
9. ლენს სტროლი („ასტონ მარტინი“) – 47 ქულა
10. ესტებან ოკონო („ალპინი“) – 35 ქულა
11. ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 34 ქულა
12. პიერ გასლი („ალპინი“) – 22 ქულა
13. ალექს ალბონი („ვილიამსი“) – 11 ქულა
14. ნიკო ჰულკენბერგი („ჰაასი“) – 9 ქულა
15. ვალტერი ბოტასი („ალფა რომეო“) – 5 ქულა
16. გუან ჟოუ („ალფა რომეო“) – 4 ქულა
17. იუკი ცუნოდა („ალფატაური“) – 3 ქულა
18. კევინ მაგნუსენი („ჰაასი“) – 2 ქულა
19. ნიკ დე ვრისი („ალფატაური“) – 0 ქულა
20. ლოგან სერჯენტი („ვილიამსი“) – 0 ქულა
21. დანიელ რიკიარდო (ალფატაური) – 0  ქულა

2023 წლის ჩემპიონატის ცხრილი, კონსტრუქტორები:

1. „რედ ბული“ – 503 ქულა
2. „მერსედესი“ – 247 ქულა
3. „ასტონ მარტინი“ – 196 ქულა
4. „ფერარი“ – 191 ქულა
5. „მაკლარენი“ – 103 ქულა
6. „ალპინი“ – 57 ქულა
7. „ვილიამსი“ – 11 ქულა
8. „ჰაასი“ – 11 ქულა
9. „ალფა რომეო“ – 9 ქულა
10. „ალფატაური“ – 3 ქულა