ფორმულა 1 I დანიელ რიკიარდო დაბრუნდა, ავსტრალიელი პილოტი სეზონის ბოლომდე „ალფა ტაურიში“ გამოვა #1TVSPORT
ფორმულა 1 I დანიელ რიკიარდო დაბრუნდა, ავსტრალიელი პილოტი სეზონის ბოლომდე „ალფა ტაურიში“ გამოვა #1TVSPORT

ფორმულა 1-ის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ავსტრალიელი დანიელ რიკიარდო რბოლებში დაბრუნდება და ის სეზონის ბოლომდე იტალიური „ალფა ტაურის“ პილოტი იქნება.

რიკიარდო გასული სეზონის შემდეგ „მაკლარენიდან“ გაუშვეს. მოგვიანებით ის „რედ ბულმა“ სარეზერვო პილოტად აიყვანა, თუმცა დიდი კონკურენციის გამო ავსტრიული გუნდის ბოლიდის საჭესთან ვერ დაჯდა.

რაც შეეხება „ალფა ტაურის“, რომლის ხელმძღვანელები ასევე ხელმძღვანელობენ „რედ ბულსაც“, უკმაყოფილოები იყვნენ იტალიურ გუნდში ნიდერლანდელი ნიკ დე ვრისის გამოსვლით, მას სეზონის მანძილზე 0 ქულა ჰქონდა მოპოვებული და საუკეთესო მაჩვენებელი მონაკოს გრანპრიზე დააფიქსირა, მე-12 ადგილი. საბოლოოდ, ის გუნდიდან გაუშვეს.

34 წლის დანიელ რიკიარდოს კარიერის მანძილზე რვა (შვიდი „რედ ბულის“ და ერთი „მაკლარენის“ რიგებში) რბოლა აქვს მოგებული. 2014 და 2016 წლებში იგი ფორმულა 1-ის სეზონში მესამე ადგილზე გავიდა.

რიკიარდოს თანაგუნდელი „ალფა ტაურიში“ იაპონელი იუკი ცუნოდა იქნება, რომელსაც მიმდინარე სეზონში ორი ქულა აქვს აღებული. იტალიური გუნდი 2023 წლის კონსტრუქტორთა ცხრილში ათი რბოლის შემდეგ ბოლო, მეათე ადგილს იკავებს.