ფორმულა 1 | ფრანგი იზაკ აჯარი „რედ ბულის“ პილოტი გახდა - ცნობილია 2026 წლის სეზონის ყველა პილოტის ვინაობა #1TVSPORT
ფორმულა 1-ის გუნდებმა, „რედ ბულმა“ და „რეისინგ ბულზმა“ 2026 წლის სეზონისთვის პილოტების შემადგენლობები დაასახელეს.
„რედ ბულში“ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის, მაქს ფერსტაპენის პარტნიორი იქნება ფრანგი იზაკ აჯარი, რომელიც ამ სეზონში „რეისინგ ბულზში“ გამოდიოდა.
თავის მხრივ, „რეისინგ ბულზში“ მომავალ სეზონში ირბოლებენ ბრიტანელი ლიამ ლოუსონი და შვედი პილოტი „რედ ბულის“ სისტემიდან არვიდ ლინდბლადი, რომელიც წელს ფორმულა 2-ში გამოდის.
„რედ ბულის“ ამჟამინდელი მეორე პილოტი იუკი ცუნოდა ავსტრიული გუნდის სათადარიგო პილოტი იქნება.
იზაკ აჯარი ფორმულა 1-ის მიმდინარე ჩემპიონატში 51 ქულით მე-10 ადგილზეა.
ამ გადაადგილებების შემდეგ, 2026 წლისთვის ცნობილია ფორმულა 1-ის ყველა გუნდის შემადგენლობა:
მაკლარენი – ოსკარ პიასტრი (კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე), ლანდო ნორისი (2026)
ფერარი – შარლ ლეკლერი (2026), ლუის ჰემილტონი (2026)
მერსედესი – ჯორჯ რასელი (2026), ანდრეა კიმი ანტონელი (2026)
რედ ბული – მაქს ფერსტაპენი (2028), იზაკ აჯარი (2026)
უილიამსი – ალექს ალბონი (2026), კარლოს საინსი (2026)
ასტონ მარტინი – ფერნანდო ალონსო (2026), ლენს სტროლი (2026)
აუდი – ნიკო ჰიულკენბერგი (2026), გაბრიელ ბორტოლეტო (2026)
რეისინგ ბულზი – ლიამ ლოუსონი (2026), არვიდ ლინდბლადი (2026)
ჰაასი – ესტებან ოკონი (2026), ოლივერ ბერმანი (2026)
ალპინი – პიერ გასლი (2028), ფრანკო კოლაპინტო (2026)
კადილაკი – სერხიო პერესი (2027), ვალტერი ბოტასი (2027)