ფორმულა 1 | „ფერარის“ სარეზერვო პილოტები 2025 წელს ანტონიო ჯოვინაცი და გუან ჟოუ იქნებიან #1TVSPORT
2025 წელს ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის, „ფერარის“ სარეზერვო პილოტები იტალიელი ანტონიო ჯოვინაცი და ჩინელი გუან ჟოუ იქნებიან, – ამის შესახებ ინფორმაცია იტალიური გუნდის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
ჟოუ „ფერარის“ პილოტთა აკადემიაში 2015-2018 წლებში ირიცხებოდა. 2022 და 2023 წელს ის „ალფა რომეოს“ პილოტი იყო, ხოლო 2024 წელს ამ გუნდის ბაზაზე წარმოქმნილი გუნდის, „ქიქ ზაუბერის“ ღირსებას იცავდა. ფორმულა 1-ში მან 68 გრან პრიში მიიღო მონაწილეობა და 16 ქულა მოიპოვა.
რაც შეეხება ჯოვინაცის, იტალიელიც „ფერარის“ აკადემიიდან მოდის. რამდენიმე წლის მანძილზე ის იტალიური გუნდის ტესტ პილოტიც იყო, ხოლო ფორმულა 1-ში 2019, 2020 და 2021 წლებში „ალფა რომეოს“ საჭესთან იჯდა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წელს „ფერარის“ ძირითადი პილოტები მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, ბრიტანელი ლუის ჰამილტონი და მონეგასკი შარლ ლეკლერი იქნებიან.