ფორმულა 1 | 2026 წლის სეზონის პირველი რბოლა „მერსედესის“ დუბლით დასრულდა #1TVSPORT
ფორმულა 1 | 2026 წლის სეზონის პირველი რბოლა „მერსედესის“ დუბლით დასრულდა #1TVSPORT

ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონი ავსტრალიის გრანპრით გაიხსნა და გერმანული გუნდის, „მერსედესის“ დუბლით დასრულდა.

კვალიფიკაციაში უპირატესობა „მერსედესის“ პილოტებს ჰქონდათ, თუმცა რბოლის დასაწყისში უკეთესად „ფერარის“ მრბოლელები გამოიყურებოდნენ.

პირველ წრეებში ლიდერობისთვის შარლ ლეკლერი და ჯორჯ რასელი იბრძოდნენ, მათ პოზიციები რამდენჯერმე გაცვალეს. მოგვიანებით ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლამ „ფერარის“ პიტსტოპების სტრატეგია შეცვალა, რითიც „მერსედესმა“ ისარგებლა და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.

სეზონის პირველი რბოლა ჯორჯ რასელმა მოიგო, მეორე ადგილი მისმა თანაგუნდელმა, იტალიელმა კიმი ანტონელიმ დაიკავა, ხოლო პოდიუმი „ფერარის“ მონეგასკმა პილოტმა, შარლ ლეკლერმა შეავსო.

ავსტრალიის გრან პრიზე ქულები ასე განაწილდა:

ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 25 ქულა

კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 18 ქულა

შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 15 ქულა

ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 12 ქულა

ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 10 ქულა

მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 8 ქულა

ოლი ბერმანი („ჰაასი“) – 6 ქულა

არვიდ ლინდბლადი („რეისინგ ბულსი“) – 4 ქულა

გაბრიელ ბორტოლეტო („აუდი“) – 2 ქულა

პიერ გასლი („ალპინი“) – 1 ქულა

დღის საუკეთესო მრბოლელად მაქს ფერსტაპენი დაასახელეს – „რედ ბულის“ პილოტმა რბოლა მე-20 პოზიციიდან დაიწყო და საბოლოოდ მე-6 ადგილზე დაასრულა.

ფორმულა 1-ის სეზონის მეორე გრანპრი ჩინეთში, შანხაის საერთაშორისო ტრასაზე 13-15 მარტს გაიმართება.