„ფორმულა 1“-ის 2021 წლის მანქანის სამი კონცეპტი ოფიციალურად წარადგინეს
„ფორმულა 1“-ის 2021 წლის მანქანის სამი კონცეპტი ოფიციალურად წარადგინეს

„ფორმულა 1“-ის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად წარმოადგინა “სამეფო რბოლებში” 2021 წლისთვის განკუთვნილი ბოლიდის სამი კონცეპცია.

ერთი დღით ადრე, ინტერნეტში გავრცელდა ერთ-ერთი კონცეპტის ფოტო, რომელიც სინგაპურში Tech Talk-ის ტექნოლოგიურ ფორუმზე პრეზენტაციისას გადაიღეს. ახლა კი Liberty Media-მ ფართო პუბლიკას სამივე ვარიანტი უჩვენა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაში წერია, მუშაობა გრძელდება და საბოლოო კონცეპცია 2019 წლის ბოლოსთვის დამტკიცდება.

ნომერ პირველი კონცეპციის თავისებურებაა გაუმჯობესებული ინტეგრაცია და ბოლიდის დამცავი სისტემის გარეგანი სახე.

ნომერ მეორე კონცეპცია დეტალურად არის დამუშავებული და სტილისტურად უფრო აგრესიულია.

ტექნიკურად ყველაზე თანამედროვეა მესამე კონცეპცია მთელი რიგი საინტერესო იდეებით, მაგალითად, აეროდინამიკური გადაწყვეტა, რომელიც ასტაბილურებს საჰაერო ნაკადს საბურავებიდან.

დატოვე კომენტარი