„ფორინ პოლისი“ - აშშ-მა თურქ პილოტებს „ეფ-35“-ის ტიპის გამანადგურებლებით ფრენა აუკრძალა
„ფორინ პოლისი“ - აშშ-მა თურქ პილოტებს „ეფ-35“-ის ტიპის გამანადგურებლებით ფრენა აუკრძალა

აშშ-მა თურქ პილოტებს „ეფ-35“-ის ტიპის გამანადგურებლებით ფრენა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორინ პოლისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მფრინავებს, რომლებიც აშშ-ში „ეფ-35“-ებით ფრენის შესასწავლად ჩავიდნენ გამანადგურბელებთან და მათთან დაკავშირებულ ტექნიკურ ინფორმაციასთან წვდომა აღარ აქვთ.

„ფორინ პოლისის“ ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება გენერალმა ტოდ კონტერბერიმ მიიღო. ის არიზონას შტატში მდებარე სამხედრო ბაზა ლიუკის საჰაერო სამხედრო ძალების ხელმძღვანელია.

მანამდე აშშ-მა თურქეთს რუსეთისგან საზენიტო კომპლექს „ეს-400“-ის შეძენაზე უარის თქმა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკულ გამანადგურებელ „ეფ-35“-ის წარმოებაში მონაწილეობასა და ამ თვითმფრინავების შეძენაზე აკრძალვის დაწესებით დაემუქრა.

აშშ-ში შიშობენ, რომ ამერიკულ გამანადგურებლებს თურქული მხარე რუსული საზენიტო კომპლექსის სამიზნე სისტემის ტექნიკური დახვეწისთვის გამოიყენებს.

ვაშინგტონმა ანკარას რუსული „ეს-400“-ის შეძენაზე უარის სათქმელად ვადა 31 ივლისამდე მისცა.