„ფორბსმა“ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული 50 სპორტული კლუბი დაასახელა #1TVSPORT

17:16, 25.12.2025

„ფორბსმა“ 2025 წლის მიწურულს 50 ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული კლუბი დაასახელა.

2025 წელს 50 ყველაზე ძვირად ღირებული კლუბის ჯამურმა ღირებულებამ რეკორდულ 353 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 22-პროცენტიანი ზრდაა.

NFL-ის (ამერიკული ფეხბურთი) კლუბი „დალას ქაუბოისი“ უკვე მეცხრე წელია, რეიტინგის სათავეშია. მისი ღირებულება 13 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ეს არის მსოფლიოში პირველი სპორტული ფრენჩაიზი, რომელმაც 11-ნიშნა ზღვარს გადააბიჯა.

თუ ადრე ტოპ-50-ში გაცილებით მეტი ევროპული საფეხბურთო კლუბი ხვდებოდა, წელს სიაში მხოლოდ ოთხი დარჩა. რეიტინგს მიღმა აღმოჩნდნენ ისეთი გრანდები, როგორებიც არიან „მანჩესტერ სიტი“, „ბაიერნი“ და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული პსჟ.

სიის 60-პროცენტს (30 გუნდი) ამერიკული ფეხბურთის ლიგის (NFL) წარმომადგენლები შეადგენენ. ამის მთავარი მიზეზი აშშ-ის ბაზარზე არსებული კოლოსალური რაოდენობის სატელევიზიო კონტრაქტებია. NFL-ის გუნდები ფინანსურად ყველაზე დაცულები და სტაბილურები არიან, რაც მათ საბაზრო ღირებულებაზე პირდაპირ აისახება. 12 კლუბი წარმოდგენილია ეროვნული საკალათბურთო ასოციაციიდან (NBA), 2 – MLB-დან (ბეისბოლის ლიგა).

რეიტინგში მოხვდა ფორმულა 1-ის ორი წარმომადგენელიც – „ფერარი“ (26-ე ადგილი, $6.5 მლრდ) და „მერსედესი“ (34-ე ადგილი, $6 მლრდ).

10 ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული კლუბი „ფორბსის“ მიხედვით:

1 „დალას ქაუბოისი“ ამერ. ფეხბურთი (NFL) $13.0 მრლდ
2 „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ კალათბურთი (NBA) $11.0 მრლდ
3 „ლოს ანჯელეს რემსი“ ამერ. ფეხბურთი (NFL) $10.5 მრლდ
4 „ნიუ იორკ ჯაიანთსი“ ამერ. ფეხბურთი (NFL) $10.1 მრლდ
5 „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ კალათბურთი (NBA) $10.0 მრლდ
6 „ნიუ იორკ ნიქსი“ კალათბურთი (NBA) $9.75 მრლდ
7 „ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი“ ამერ. ფეხბურთი (NFL) $9.0 მლრდ
8 „სან ფრანცისკო 49ერსი“ ამერ. ფეხბურთი (NFL) $8.6 მლრდ
9 „ფილადელფია იგლზი“ ამერ. ფეხბურთი (NFL) $8.3 მლრდ
10 „ჩიკაგო ბეარსი“ ამერ. ფეხბურთი (NFL) $8.2 მლრდ
10 „ნიუ იორკ იანკისი“ ბეისბოლი (MLB) $8.2 მლრდ

ოთხი ევროპული საფეხბურთო კლუბი 50-ეულში:

„რეალ მადრიდი“ ($6.75 მლრდ) – მე-20 ადგილი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ($6.6 მლრდ) – 24-ე ადგილი

„ბარსელონა“ ($5.65 მლრდ)  42-ე ადგილი

„ლივერპული“ ($5.4 მლრდ)  48-ე ადგილი

მსგავსი