„ფორბსი“ - ფედერერი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია
„ფორბსი“ - ფედერერი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა ჟურნალ „ფორბსის“ ვერსიით პირველი ადგილი დაიკავა 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენებს შორის.

„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა წელიწადში 106.3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი – 6.3 მილიონი დოლარი შეადგენს ტურნირების საპრიზოებს და დანარჩენი შემოსავალი სპონსორული და სარეკლამო კონტრაქტები და სხვა მოღვაწეობაა.

რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ 105 მილიონით. მესამეზეა „ფორბსის“ შარშანდელი ლიდერი, „ბარსელონას” კაპიტანი ლიონელ მესი – 104 მილიონი.

ტოპ-ათეულში ასევე მოხვდნენ:

ფეხბურთლი ნეიმარი (95.5 მილიონი), კალათბურთელები ლებრონ ჯეიმსი (88.2 მლნ), სტეფან კარი (74.4 მლნ), კევინ დურანტი (63.9 მლნ), გოლფისტი ტაიგერ ვუდსი (62.3 მლნ), ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეები კირკ კაზინსი (60.5 მლნ) და კარსონ ვიტცი (59.1 მლნ).