„ფორბსი“ - „ბარსელონა“ მსოფლიოს უმდიდრესი საფეხბურთო კლუბია #1TVSPORT
„ფორბსი“ - „ბარსელონა“ მსოფლიოს უმდიდრესი საფეხბურთო კლუბია #1TVSPORT

„ფორბსის“ განახლებულ რეიტინგში კატალონიური გრანდი პლანეტის უმდიდრესი საფეხბურთო კლუბია – „ბარსელონამ“ „რეალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ გადაასწრო. კატალონიელთა კაპიტალმა 4,77 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

გამოცემის ინფორმაციით, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ საყოველთაო ფინანსური კრიზისის ფონზე მოახერხა ხარჯის ოპტიმიზაცია. სწორი მარკეტინგით, სატელევიზო ტრანსლაციების გაყიდვით, ფეხბურთელებთან განახლებული კონტრაქტებითა და რეკლამიდან მიღებული შემოსავლით, კატალონიური გუნდი მსოფლიოს უმდიდრესი კლუბების რეიტინგს სათავეში მოექცა.

რეიტინგის მეორე ადგილზე კატალონიელთა მთავარი მეტოქე „რეალია“ (4,75 მილიარდი დოლარი), ხოლო მესამე პოზიციაზე „ბარიერნი“ ( 4,215 მილიარდი დოლარი). ათეულში მოხვდნენ – „მანჩესტერ იუნაიტედი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „ჩელსი“, „ლივერპული“, „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ტოტენჰემი“.

ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრლში „ბარსელონა“ მესამე პოზიციაზეა და პირველადგილოსან „ატლეტიკოს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

დატოვე კომენტარი