Forbes-მა ყველაზე ძვირადღირებული სპორტული გუნდების რეიტინგი შეადგინა #1TVSPORT
Forbes-მა ყველაზე ძვირადღირებული სპორტული გუნდების რეიტინგი შეადგინა #1TVSPORT

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა წარმოადგინა ყველაზე ძვირადღირებული სპორტული გუნდების რეიტინგი.

50-გუნდიან სიაში სპორტის მხოლოდ ხუთი სახეობის წარმომადგენლები მოხვდნენ – ფორმულა 1, ბეისბოლი (MLB), კალათბურთი (NBA), ამერიკული ფეხბურთი (NFL) და ფეხბურთი; და არც ერთი გუნდი არ არის ჰოკეის ეროვნული ლიგიდან (NHL).

საფეხბურთო გუნდებიდან სიაში არიან: „რეალი“ (მე-20 ადგილი, 6,75 მილიარდი დოლარი), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (24-ე ადგილი, 6,75 მილიარდი დოლარი), „ბარსელონა“ (42-ე ადგილი, 5,65 მილიარდი დოლარი) და „ლივერპული“ (48-ე ადგილი, 5,4 მილიარდი დოლარი).

ფორმულა 1-ის გუნდებმა „ფერარიმ“ (6,5 მილიარდი) და „მერსედესმა“ (6 მილიარდი) შესაბამისად 26-ე და 34-ე ადგილები დაიკავეს.

ტოპ-ათეულში მხოლოდ ჩრდილოამერიკული პროფესიული ლიგების გუნდები მოხვდნენ:

  1. დალას კოვბოისი – 13 მლრდ (NFL)
  2. გოლდენ სტეიტ უორიორსი – 11 მლრდ (NBA)
  3. ლოს ანჯელეს რემსი – 10,5 მლრდ (NFL)
  4. ნიუ იორკ ჯაიენტსი – 10,1 მლრდ (NFL)
  5. ლოს ანჯელეს ლეიკერსი – 10 მლრდ (NBA)
  6. ნიუ იორკ ნიქსი – 9,75 მლრდ (NBA)
  7. ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი – 9 მლრდ (NFL)
  8. სან ფრანცისკო 49 – 8,6 მლრდ (NFL)
  9. ფილადელფია იგლზი – 8,3 მლრდ (NFL)
  10. ჩიკაგო ბეარსი – 8,2 მლრდ (NFL)
  11. ნიუ იორკ იანკისი – 8,2 მლრდ (ბეისბოლი)