Forbes-მა ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების სია გამოაქვეყნა #1TVSPORT
Forbes-მა ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების სია გამოაქვეყნა #1TVSPORT

ამერიკულმა ჟურნალმა, Forbes-მა ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და 2025 წელს სიის ლიდერი გახდა მადრიდის „რეალი“. ესპანური გრანდის საბაზრო ღირებულება 6.75 მილიარდი დოლარია, ხოლო წლიურმა ზრდამ 1.129 მილიარდი დოლარი შეადგინა – ეს აბსოლუტური რეკორდია ფეხბურთისთვის.

აი, როგორ გამოიყურება Forbes-ის ვერსიით ყველაზე ძვირადღირებული კლუბების TOP 10:

  1. რეალი – 6.75 მლრდ
  2. მანჩესტერ იუნ – 6.6 მლრდ
  3. ბარსელონა – 5.65 მლრდ
  4. ლივერპული – 5.4 მლრდ
  5. მანჩესტერ სიტი – 5.3 მლრდ
  6. ბაიერნი – 5.1 მლრდ
  7. პსჟ – 4.6 მლრდ
  8. არსენალი – 3.4 მლრდ
  9. ტოტენჰემი – 3.3 მლრდ
  10. ჩელსი – 3.25 მლრდ

ესპანური და ინგლისური კლუბები ტრადიციულად დომინირებენ სიაში, მაგრამ განსაკუთრებით გამორჩეულია „რეალი“, რომელმაც არა მხოლოდ ლიდერობის შენარჩუნება შეძლო, არამედ გაზარდა წლიური შემოსავლები.