Forbes-მა სპორტში ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგი გამოაქვეყნა
Forbes-მა სპორტში ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგი გამოაქვეყნა

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა საერთაშორისო სპორტში ყველაზე გავლენიანი ქალების ტოპ-ათეული შეადგინა.

რეიტინგს სათავეში ჩაუდგა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი ფატმა სამურა.

სრულად პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. ფატმა სამურა (ფიფას გენერალური მდივანი);
2. ლიდია ნსეკერა (ფიფას წევრი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი);
3. ფლორანს არდუენი (უეფას აღმასკომის წევრი, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მენეჯერი);
4. ანჟელა დონგი (Nike-ის ვიცე-პრეზიდენტი);
5. მარინა გრანოვსკაია (“ჩელსის” დირექტორი);
6. ბარბარა სლეიტერი (BBC Sport-ის დირექტორი);
7. მოია დოდი (აზიის ფეხბურთის კონფედერაციის აღმასკომის წევრი);
9. ნიტა ამბანი (კრიკეტის კლუბ “მუმბაი ინდიანსის” მფლობელი);
10. კლერ უილიამსი (ფორმულა 1-ის გუნდ “უილიამსის” კომერციული დირექტორი).