Forbes  - კრიშტიანო რონალდო, ზედიზედ მესამე წელია, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია #1TVSPORT
Forbes  - კრიშტიანო რონალდო, ზედიზედ მესამე წელია, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად რჩება ამერიკული ჟურნალის, Forbes-ის ვერსიით.

40 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გასული 12 თვის განმავლობაში თავისთვის სარეკორდო 275 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. აქედან 225 მილიონი არის სპორტიდან შემოსავალი, 50 მილიონი – შემოსავალი სპორტის მიღმა.

ეს მესამე მაჩვენებელია სპორტსმენებს შორის, რომლებიც ოდესმე Forbes-ს შეუფასებია. რონალდო მხოლოდ მოკრივე ფლოიდ მეივეზერს ჩამორჩება, რომელმაც 2015 წელს – 300 მილიონი და 2018 წელს 285 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

კრიშტიანო რონალდო, ზედიზედ მესამე წელია, სათავეში უდგას Forbes-ის რეიტინგს.

  1. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) – 275 მლნ (225+50)
  2. სტეფ კარი (კალათბურთი) – 156 მლნ (56+100)
  3. ტაისონ ფიური (კრივი) – 146 მლნ (140+6)
  4. დაკ პრესკოტი (ამერიკული ფეხბურთი) – 137 მლნ (127+10)
  5. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 135 მლნ (60+75)
  6. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 133,8 მლნ (48,8+85)
  7. ხუან სოტო (ბეისბოლი) – 114 მლნ (109+5)
  8. ქარიმ ბენზემა (ფეხბურთი) – 104 მლნ (100+4)
  9. სეჰეი ოტანი (ბეისბოლი) – 102,5 მლნ (2,5+100)
  10. კევინ დურანტი (კალათბურთ) – 101,4 მლნ (51,4+50)