Footmercato - „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელები დავითაშვილისა და სტასინის ტრანსფერს ბლოკავენ #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითებულმა „სენტ-ეტიენმა“ ახალი სეზონი დაიწყო და ფრანგული ფეხბურთის ელიტაში სწრაფად დაბრუნებას გეგმავს. ამისათვის კლუბმა გადაწყვიტა, საუკეთესო მოთამაშეები შეინარჩუნოს. ზურიკო დავითაშვილსა და ლუკას სტასინს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბის დატოვება სურთ და ასეთი დამოკიდებულებით იმედგაცრუებულნი არიან. გაუშვებს თუ არა მათ „სენტ-ეტიენი“ აგვისტოს ბოლომდე გახდება ცნობილი, – ამის შესახებ გამოცემა Footmercato წერს.
სტასინი და დავითაშვილი იმედგაცრუებულნი არიან
„სატრანსფერო პერიოდში „სენ ტ-ეტიენიდან“ ზურიკო დავითაშვილისა და ლუკას სტასინის წასვლა ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელების შენარჩუნებას ცდილობს. ერთი წლის წინ მათ ტრანსფერში კლუბმა დაახლოებით 15 მილიონი ევრო გადაიხადა და თუ ხელსაყრელ პირობებს არ შესთავაზებენ, გაშვება არ განიხილება. ეს ვითარება ფეხბურთელებს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე კვირით ადრე ძალიან აღიზიანებთ.
საბოლოოდ რას გადაწყვეტს „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელობა აგვისტოს ბოლომდე გახდება ცნობილი“, – წერს Foot Mercato.