Footballscotland-ი - სტივ კინის „ტორპედო“ პოზიციების დაბრუნებას და თბილისის „დინამოსთან“ კონკურენციას ცდილობს #1TVSPORT
Footballscotland-ი - სტივ კინის „ტორპედო“ პოზიციების დაბრუნებას და თბილისის „დინამოსთან“ კონკურენციას ცდილობს #1TVSPORT

გამოცემა Footballscotland-ი ქუთაისის „ტორპედოში“ სტივ კინის დანიშვნას გამოეხმაურა და სტატია გამოაქვეყნა, სადაც ახსნილია, რატომ გადაწყვიტა მწვრთნელმა „ჰიბერნიანის“ აკადემიიდან წასვლა და საქართველოში მუშაობა.

„ბლექბერნის“ ყოფილმა ბოსმა გასულ კვირას დატოვა „ჰიბერნიანის“ აკადემიის დირექტორის თანამდებობა. სტივ კინი აცხადებს, რომ ქუთაისის „ტორპედოში“ წასვლა, მიუხედავად „ჰიბერნიანისადმი“ მისი სიყვარულისა, ინტუიციის კარნახით გადაწყვიტა. სტივ კინი აღიარებს, რომ კლუბის დატოვების გადაწყვეტილება იოლი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ედინბურგში ცხოვრება მოსწონდა.

„ბლექბერნის“ ყოფილი ბოსი იყო „ჰიბერნიანის“ აკადემიის დირექტორი და გუნდს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ხელმძღვანელობდა, სადაც გუნდმა გაიმარჯვა „ნანტთან“ და „მოლდესთან“, გერმანულ გიგანტთან, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ კი დამარცხდა. ამ გუნდის რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი მთავარ „ჰიბერნიანში“ გადაიყვანეს და კინი მათი წინსვლით აღფრთოვანებული იყო.

თუმცა, მან მაინც შედარებით იოლად გადაწყვიტა საქართველოში გადასვლა ქვეყნის მეორე ყველაზე ტიტულოვან გუნდში, რადგან „ტორპედო“ ცდილობს პოზიციების დაბრუნებას და თბილისის „დინამოსთან“ კონკურენციას. კინის გადაწყვეტილებაში დიდი როლი ინტუიციამ ითამაშა – მიიჩნია, რომ ეს იყო მისთვის სწორი შესაძლებლობა, დაბრუნებულიყო პროფესიულ დონეზე მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობდა ბრუნეის ნაკრებს და „მელბურნ ვიქტორის“. ქუთაისის „ტორპედო“ ჩემპიონი ოთხჯერ გახდა და ქვეყნის მეორე ყველაზე წარმატებული კლუბია. გუნდი საქართველოს თასის მოგების შემდეგ ევროტურნირზე დაბრუნდა. კინს სურს, წარმატება მოუტანოს „ტორპედოს“, რომელიც ახლა ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა“, – წერს გამოცემა.